ირანში არსებობს ტრადიცია, ადამიანები ჯდებიან იატაკზე და ისე მიირთმევენ საჭმელს. ამ ტრადიციას, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარე _ ეს არის ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ წესს ისინი ,,სოფრეს” უწოდებენ.

დღეს, ირანული ოჯახების დიდი ნაწილი მაგიდასთან მიირთმევს საჭმელს, თუმცა, იატაკზე ჯდომა და ჭამა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მაგიდასთან.

ასეთი ტრადიცია ირანში დიდი ხნის წინ გაჩნდა და უკავშირდება ინდურ მედიცინას.

1) იატაკზე ჯდომის დროს თქვენ ვარჯიშობთ იოგაში. იმ დროს, როდესაც თქვენ ზიხართ იატაკზე და თან მიირთმევთ საჭმელს, სინამდვილეში იმყოფებით იოგას ერთ-ერთ პოზაში. ეს პოზა შეიძლება იყოს სუკხასანა, სვასტიკასანა ან სიდდხასანა.

ამ პოზებს თუ ხშირად  მიიღებთ, თქვენი ჯამრთელობა გაუმჯობესდება.

2) იატაკზე ჯდომა გადაჯვარედინებული ფეხებით აუმჯობესებს ორგანიზმში საჭმლის მონელების პროცესს. ამ დროს თქვენ წინ და უკან იხრებით. ამგვარად, თქვენ ეხმარებით მუცლის კუნთებს საჭმლის ,,გადახარშვაში”.

3. თქვენი სხეული ხდება უფრო მოქნილი და ძლიერი. პოზა გადაჯვარედინებული ფეხებით აძლიერებს სხეულს და ხდის მოქნილს. 4. ხელს უწყობს წონის დაკლებას. პოზა – იატაკზე გადაჯვარედინებული ფეხებით აწყნარებს ნერვებს. გარდა ამისა, ამ პოზაში თქვენ შეჭამთ უფრო ნაკლებს.

5. საჭმლის მიღება იატაკზე ჯდომის დროს ქმნის ოჯახში ჰარმონიას, აძლიერებს ოჯახურ კავშირებს.

სალომე მგელიაშვილი

კომენტარები
Загрузка...