საინტერესო

დღეიდან ეტიკეტზე „ყველი” და „კარაქი”-ს გამოყენება მხოლოდ რძისგან წარმოებულ ნაწარმზე დაიშვება

ყველისა და კარაქის მწარმოებელთათვის 1 ივლისიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში. დასახელება „ყველი” შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის” გამოყენება. ინფორმაციას Commersant ავრცელებს.

ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. აგრეთვე ცვლილებები შეეხეო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის” განმარტებას.

ცვლილების თანახმად, აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% – ს შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქის” გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

რეგულაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში 400 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორებით 1 წლის განმავლობაში ჩადენილი ქმედება კი 1200 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცახდებით, ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close