საზოგადოება

დავით ასათიანის პირველი სამუშაო დღე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის რანგში

დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება დავით ასათიანს გადაიბარა.

,,ჩვენ ახალ ხარისხობრივ ეტაპზე ავიყვანთ ადვოკატთა ასოციაციაციას და მთლიანად ადვოკატთა კორპუსს თავისი განსწავლულობით, ტრენინგებითა და ეთიკური სტანდარტების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მალე ამ რეფორმების შედეგად, გვექნება ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაში”, -აღნიშნა ასათიანმა.

 ამ სიტყვებით დაიწყო დავით ასათიანმა თავისი პირველი სამუშაო დღე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე. მერე კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

,,პირველი დღე და პირველი დოკუმენტებიც ხელმოწერილია”.

 ჟურნალისტებს ესაუბრა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიშვილიც.

,,ადვოკატთა ასოციაციამ მხარი უფრო ძლიერ განვითარებას დაუჭირა. ძალიან ამაყი ვარ, რომ რვა წლის განმავლობაში ვიყავი ადვოკატთა ასოციაციას თავმჯდომარე. როდესაც გავხდი თავმჯდომარე იყო დაჩაჩანაკებული, ვალებში ჩაფლული და დღეს ვტოვებ შენობაში, რომელიც ჩემი თამჯდომარეობის პერიოდში შევიძინე”, – განაცხადა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილი საადვოკატო პრაქტიკულ საქმიანობას გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ის ასევე გახლავთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის რჩეული, რადგან წლის ყველაზე წარმატებულ უფლებადამცველად დაასახელეს.

euronews.ge წარმატებებს უსურვებს ბატონ დავითს და იმედოვნებს, დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close