რედაქტორის გვერდისაზოგადოება
დააკავეს თუ არა პატიმართა წამების საქმეზე გლდანის ციხის თანამშრომელი?

გლდანის ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი, ერთი კვირის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს, გუშინ კი დაიჭირეს. ინფორმაცია ,,პირველს” დაპატიმრებულის ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
ოჯახისთვის უცნობია, რას უკავშირდება დაკავება, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს საგანგებო ბრიფინგი დააანონსა, სავარაუდოა, რომ უწყება ამ ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელებს ინფორმაციას. დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ, პროკურატურა კი ბრიფინგის გამართავს.
კომენტარები