რედაქტორის გვერდისაზოგადოება

გიორგი თევზაძე: 9 აპრილის ლიდერებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა

   უფლებადამცველი გიორგი  თევზაძე  9 აპრილის მოვლენების მონაწილეა. იმ საშინელ ღამესაც რუსთაველზე იყო, როცა ,,რუსული ჩექმით” გათელეს ქართული სული, ღირსება. აქციის მონაწილეები ნიჩბებით დაჩეხეს, მხუთავი გაზით მოწამლეს… ამ საშინელი დარბევას მოჰყვა მსხვერპლიც – 21 ადამიანის სიკვდილი, უამრავი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს სხეულის მძიმე დაზიანებებით.
   გიორგი თევზაძემ euronews.ge – თან  აქციის მთავარ მოტივებზე ისაუბრა.
  გიორგი თევზაძე:
  _ 8 აპრილს, როდესაც აქცია გვქონდა რუსებმა ტანკებით სცადეს ჩვენი შეშინება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. 9-ში აქციაზე უფრო მეტი ხალხი მოვიდა. 9 აპრილს ეროვნული მოძრაობა იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მე წმ. ილია მართალის საზოგადოებაში ვიყავი და მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩართული გახლდით. ჩვენ ვიბრძვოდი ქვეყნის ერთიანობისთვის, რაც რუსებმა არ გვაპატიეს და 9 აპრილიც ამისი შედეგი იყო.
   ვიხსენებ იმ დღეებს და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ იქ ვარ, ვხედავ ყველას და მესმის მათი ხმები. ჩვენ ერთმანეთის სუნთქვასაც კი ვგრძნობდით და უსიტყვოდ გვესმოდა…
 გული მწყდება, რომ მხოლოდ 9 აპრილს ხდება ამ ისტორიული დღის გახსენება და გმირებისადმი პატივის მიგება. ჩვენმა თაობებმა უნდა იცოდნენ მათი სახელები და უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში იყო 9 აპრილი, ერის გაერთიანების და გამოღვიძების დღე.
_ ირაკლი ბათიაშვილი აცხადებდა, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის იყო დაპირისპირება და ამანაც მოახდინა გავლენა, მოვლენები ასე ტრაგიკულად რომ განვითარებულიყო. იქნებ ამის შესახებაც გვესაუბროთ?
  _ ეს არის სიცრუე. 9 აპრილის ლიდერებს შორის განხეთქილება არ ყოფილა. თავად ვიყავი მონაწილე ყველა პროცესის და ჩემზე უკეთ ეს არავინ იცის. არავინ აპირებდა აქციიდან წასვლას და ჩვენი შინაგანი მოწოდება იყო, რომ გვებრძოლა თავისუფლების იდეისთვის.
    მერაბ კოსტავა არის ეროვნული გმირი. მისი მსგავსი ადამიანები 1000 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ზვიად გამსახურდია, ჩვენი პირველი პრეზიდენტი სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული გახლდათ, რომლის მიზანიც იყო ქვეყნის გაერთიანება და რა დაპირისპირებაზეა საუბარი, არ მესმის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close