რედაქტორის გვერდირელიგია

გარდამოხსნის წესის შესრულებაში ილია მეორეც მონაწილეობს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წითელ პარასკევთან დაკავშირებით გარდამოხსნას ატარებენ. მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს. ტაძრის შუაგულში დგას გარდამოხსნის დასასვენებლად სადგამი, ე.წ. საფლავი. იგი ყვავილებით არის მორთული და გარშემო შემოწყობილია ლანგარზე გაღვივებული ჯეჯილი, პასკები და წითელი კვერცხები.

მსახურების დროს გარდამოხსნას სასულიერო პირები საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ. იგი პატრიარქს თავზე ექნება გადაფარებული და მსვლელობით ტაძრის შუაგულში შემოატარებენ. მსახურებაზე შესრულდება საგალობლები, რომელიც მორწმუნეებს უფლის ჯვარცმას შეახსენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close