პოლიტიკარედაქტორის გვერდი

,,ბოროტმოქმედნნი, ვინც ხალხის ნება გააყალბეს დაისჯებიან ორგანიზატორიდან – შემსრულებლამდე”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადება:

,,როგორც ცნობილია, 2016 წლის წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას შედეგად მოჰყვა მილიარდერ ივანიშვილის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების სრული უზურპაცია და მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ლეიბორისტული პარტიის არდაშვება პარლამენტში, რის თაობაზეც წინასწარ გამოგვიცხადეს. ამ დანაშაულეზე შიდა სახელმწიფოებრივი დავის ყველა რესურსი ამოწურულია და დღეიდან საქმე განსახილველად მიემართება ევროპის სასამართლოში.

როგორც ცნობილია, სტრასბურგის გზა ჯერ კიდევ 20 წლის წინ, სწორედ ლეიბორისტულმა პარტიამ გაკვალა. მე ვარწმუნებ ქართულ საზოგადოებას, რომ ბოროტმოქმედნნი, ვინც ხალხის ნება გააყალბეს და ხელისუფლება მიითვისეს, დაისჯებიან უკლებლივ, ორგანიზატორიდან – შემსრულებლამდე. ბოლო დღეების სოციოლოგიურმა კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლეიბორისტული პარტია უკანონოდ იქნა დატოვებული პარლამენტს გარეთ და ჩვენ გადალახული გვქონდა ბარიერი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close