რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და მევახშეების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

„სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებების დაცვის კომიტეტის” წარმომადგენელმა, მამისა ჯაფარაშვილმა გვითხრა, რომ ხვალ, 1 მაისს, 2 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია. ისინი მსვლელობით გაემართებიან პარლამენტისკენ და იქ გააგრძელებენ პროტესტს. აქციაში ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან, კერძო მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეები მიიღებენ მონაწილებას.

,,ხვალ, ჩვენ ვმართავთ აქციას, რომელიც არის მიმართული სისტემის წინააღმდეგ. აქციას შემოუერთდება საფინანსო ორგანიზაცია ,,საქართველო”, ასევე, თავდაცვიდან გათავისუფლებული ადამიანები, გარემოვაჭრეები, პროფკავშირული ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი და ადამიანები, რომელთაც ფინანსური კუთხით შეექმნათ პრობლემები. აქცია იქნება მასშტაბურიც, რადგან ჩვენ ვებრძვით უსამართლობას”- განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.

ჯაფარაშვილი ასევე აცხადებს, რომ კერძო მევახშეებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ბანკებთან პრობლემების გამო კვლავ ხდება ოჯახების გამოსახლებები.

 მამისა ჯაფარაშვილი:

_ ამ კუთხით ქვეყანაში კვლავ მძიმე მდომარეობაა. საქართველოში ძალიან ხშირია, როდესაც ოჯახებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კერძო მევახშეები ღია ცის ქვეშ ტოვებენ. ზოგჯერ ოჯახს საკმაოდ დიდი თანხა აქვს დაბრუნებული და დარჩენილი აქვს მცირედი, მაგრამ მაინც ხდება მათი გამოსახლება. ერთ ოჯახს აღებული ვალიდან თანხის უმეტესი ნაწილი უკან ჰქონდა დაბრუნებული. 1500 ლარი ქონდა დარჩენილი, მაგრამ მისი სახლი მაინც გაიტანეს აუქციონზე. ასეთი შემთხვევები ბევრია და ძირითადად ეს ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მიერ.

არის ადგილები, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს. ბანკებმა მათ მისცეს სესხები. ამ  ადამიანებმა წერა-კითხვაც არ იციან და ქართულადაც ვერ აწერენ ხელს. მხოლოდ რუსულად იციან წერა. ამ საბუთებზე კი ქართულად აქვთ ხელი მოწერილი ანუ დოკუმენტი არის გაყალბებული. ჩვენ ექსპერტიზაზე მიგვაქვს ესეთი ხელმოწერები და ვნახოთ, რას იტყვიან ბანკები და ორგანიზაციები, როგორ გაამართლებენ ამ ქმედებას. მგონია, რომ სპეციალურად აკეთებენ ასე,  მოსახლეობა სახლ-კარის გარეშე რომ დატოვონ და შემდეგ ეს სახლები გაყიდონ ჩინელებზე, რომელთა ჩამოსახლებაც მიმდინარეობს. პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, იურისტი მანანა კობახიძე სახლს რომ ყიდულობდა აუქციოზე, ხომ უნდა ეკითხა, ამ სახლთან დაკავშირებით  სასამართლო პროცესი იყო თუ არა დასრულებული?! ამ თემაზე, მოგვიანებით უფრო ვრცლად გესაუბრებით. ყველას დავასახელებ აქციაზე, ვინც ადამიანებს ცხოვრებას შეგნებულად უნგრევს და თავად სარგებლობს მათი უბედურებით.

ნინო შავერდაშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close