საზოგადოება

“არ დაივიწყო 13 ივნისი” -დღეს მზიურში აქცია გაიმართება

“არ დაივიწყო 13 ივნისი” -ამ დევიზით დღეს, 21 საათზე, მზიურის ამფითეატრში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელ Facebook-ში მიმართვას ავრცელებენ და ყველას მზიურში მისვლისაკენ მოუწოდებენ.
“2015 წლის 13 ივნისს მოხდა დიდი ტრაგედია ჩვენს ქალაქში. სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს იყო დღე როდესაც 2 ემოცია დაგვეუფლა. პირველი იყო შიში, სტიქიის შიში, რომელიც მარტოს გვტოვებს ბუნებასთან და მეორე სოლიდარობა, რომელმაც გაგვაერთიანა.
2015 წლის ივნისის მოვლენებიდან ორი წლის თავზე, მეგობრების ჯგუფმა გადავწყვიტეთ დავამკვიდროთ ტრადიცია და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
გვსურს, რომ ერთად დავდგეთ კვლავ და ვაქციოთ 13 ივნისი სოლიდარობის დღედ!
დღეს, 12 ივნისს, საღამოს 21 საათზე ყველას გელოდებით მზიურის ამფითეატრში.
P.S. ვისაც შეგიძლიათ, წამოიღეთ დეკორატიული სანთლები.
#არდაივიწყო #13ივნისი #ერთიათბილისი #სოლიდარობა #ერთობა“, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close