რედაქტორის გვერდისაზოგადოება

არასდროს უსარგებლია პრემია-დანამატით, არ იყენებს სახელმწიფო ავტომანქანას და…

ყველასათვის ცნობილია, რომ გადამხდელებმა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხდოს, კანონის დამღვევს კი სახელმწიფო მკაცრად სჯის ჯარიმებით. საშემოსავლო გადასახადებით ივსება სწორედ მოსახლეობის ე.წ. სამომხმარებლო კალათა, რომელიც, წესითა და რიგით ხელისუფლებამ კვლავ ხალხის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, თუმცა ხალხის ნაცვლად მას თანამდებობის პირები იყენებენ, რა თქმა უნდა, საკუთარი კეთილდღეობისთვის.

 Euronews.ge  ხელისუფლების წარმომადგენლების პრემია-დანამატებით დაინტერესდა. 

სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირების პრემია დანამატებზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორმა” მოგვაწოდა.  ციფრები, რომელსაც გაგაცნობთ, „გულგრილს“  არავის დატოვებს.

აღმოჩნდა, რომ 2016 წლის მონაცემებით,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, 231 000 556 ლარის პრემია, ხოლო 182 000 748 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ  414 000 304 ლარი შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, 312 000 450 ლარის პრემია, ხოლო 95 000 698 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ 408 000 148 ლარი შეადგინა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მხოლოდ დეკემბრის თვეში შრომის ანაზღაურებამ 264 000 040 ლარი შეადგინა. უწყებაში 88 000 840 ლარის პრემია გაიცა, ხოლო 72 000 661 ლარის დანამატი. პრემია-დანამატის ჯამმა სულ 161 000 501 ლარი შეადგინა.

კახა კალაძის სამმა მოადგილემ, მარინა ვალიშვილმა, ილია ელოშვილმა და ირაკლი ხმალაძემ, საახალწლოდ, ჯამში 24 000 660 ლარი მიიღეს, საიდანაც დანამატი 16 000 500 ლარია.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მხოლოდ დეკემბრის თვეში 149 000 430 ლარის პრემია, ხოლო 61 000 210 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ 210 000 640 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში გაცემული დანამატი, ძირითადად მოდის მაღალი თანამდებობის პირებზე. მაგალითად 61 000 210 ლარიდან, მინისტრს, მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს აღებული აქვთ 56 000 535 ლარი და მხოლოდ 4 000 675 ლარია გადანაწილებული დანარჩენ თანამშრომლებზე.

მედიატორის კვლევის თანახმად, 9 თვის განმავლობაში პრემია დანამატის სახით მხოლოდ 7 სამინისტროში გაცემულია 52 257 845 ლარი.

შვიდ სამინისტროში სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯმა შეადგინა 5 113 327 ლარი.

ერთადერთი უწყება კი, რომლის ხელმძღვანელსაც ორი წლის განმავლობაში არასდროს უსარგებლია პრემია-დანამატით, არ იყენებს სახელმწიფო ავტომანქანას და სხვების მსგავსად არ წვავს სახელმწიფოსგან უფასოდ მიღებულ ტონობით საწვავს, არ დადის ბიუჯეტის ხარჯებით უცხოეთში და ა.შ.  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი აღმოჩნდა.

აი, რატომ არ არის ბიუჯეტში თანხები ხალხის სასარგებლოდ და რის გამო უყიჟინებს მოსახლეობას ხელისუფლება, რომ ქამრები მჭიდროდ  შემოიჭიროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close