პოლიტიკა
ალექსეი ნავალნის სახეზე ე.წ „ზელიონკა“ ისევ შეასხეს

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს , ალექსეი ნავალნის სახეში კვლავ ბრილიანტის მწვანეს ხსნარი შეასხეს. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა კირა იარმიშმა თვითერზე დაწერა და ფოტოც ატვირთა.
იარმიშის თქმით, ნავალნი Global Event Forum-ზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. მანქანასთან მას მამაკაცი ელოდა, რომელმაც პოლიტიკოსს სახეში ხსნარი შეასხა და გაიქცა.
ნავალნის სითხე თვალშიც მოხვდა , რის გამოც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კომენტარები