საზოგადოება

,,ორი გადასხმა, ერთი კორსიზი და წყალი საშარდე კონტეინერით 500 ლარი ღირს. ეს ნიუ ჰოსპიტალია!”

ორგანიზაცია ,,ამბრელა”-ს წევრის, ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

,,4 საათის წინ შეუძლოდ გავხდი, მეგობრებმა სასწრაფო გამოიძახეს,
ოპერატორმა გვითხრა, არცერთ ჯგუფს არ ცალიაო. რა მარაზმია ეს ყველაფერი, გული მერევა ამ ქვეყანაზე. ეს ხო თბილისია,ერთი პატარა ქალაქი. მიმიფურთხებია მე იმ მეფისათვის, რომელიც, ამ პატარა ქალაქს თავს ვერ გაართმევს. რა გახდა ისე გაკეთება, რო ამ ქალაქში სულ ეცალოს სასწრაფოს? ამ დროს პატრულებს ახალ მანქანებს ურიგებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რო ეს ბოლო პერიოდი, როდესაც მე მჭირდება სასწრაფო, არ სცალია არცერთ ჯგუფს.
ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, უბრალოდ ვერ მოვიცდიდი და მეგობრებმა მანქანით წამიყვანეს აგარაკიდან საავადმყოფოში,
რა დროსაც დაგვირეკეს და გვითხრეს, წამოვიდა ჯგუფიო.
ჩვენც გავჩერდით და ამ დროს სასწრაფოც მოვიდა.
პირველადი სამედიცინო დახმარება გამიწიეს ადგილზე და ამის მერე წამიყვანეს ორთაჭალაში ნიუ ჰოსპიტალში, სადაც დიაგნოზი დამისვეს ინტოქსიკაცია ალკოჰოლით. თქვენი სახელმწიფო დაზღვევა მხოლოდ 15 % ანაზღაურებსო და დანარჩენი თქვენ უნდა გადაიხადოთ, რომ დახმარება გაგიწიოთ, გადასხმები რომ გაგიკეთოთო და დამაშვიდებელიც მოგცეთო. არ მქონდა იმ მომენტში ფული.
ეს ხდება დაახლოებით 1 საათის წინ და შესაბამისად, უარი განვაცხადე დარჩენაზე და მკურნალობაზე. ამ დროს მითხრეს, ხელი მოაწერე, რომ უარს აცხადებო, რაზეც უარი განვუცხადე და აშკარად გამწარდნენ,
შემდეგ დავემშიდობე და მოვითხოვე სასწრაფოს მიერ დატოებული ფურცელი. რაზეც მომახსენეს, რო არ მოგცემთო, ჩვენთან უნდა დარჩესო. კი, მაგრამ უარი ხომ ვთქვი მკურნალობაზე,
თქვენ ჩემთვის არაფერი გაგიკეთებიათ, შესაბამისად, არც ისტორია არაა გახსნილი და დამიბრუნეთ- თქო. მეუბნებოდნენ, ასეა წესიო. ამ დროს მოვითხოვე რაიმე საბუთი თუ საავადმყოფოს კანონიერი დადგენილება, სადაც განმარტებულია, რატომ რჩება ეს ფურცელი მათთან ან საერთოდ რჩება თუ არა. ძალიან დაიძაბა, ბოლოს თან დაცვათ ჩაერთო და საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟიც მოვიდა.
ძალიან განერვიულებული ვიყავი და არ შემიძლია არ დავწერო ერთი კონკრეტული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ძალიან ჰუმანური დამოკიდებულება ჩემს მიმართ. სახელი და გვარებიც კი ვკითხე,
ეს ბიჭები აღმოჩნდნენ მეწყვილეები, ვინმე ლევან კაპანაძე და ლევან ნათიძე, მამშვიდებდნენ და რაც შეეძლოთ გააკეთეს. საქმე გადაწყდა ისე, რომ დღეს როდესაც საავადმყოფოს იურიდიული სამსახური მივა სამუშაო ადგილას, ამ დროს განმიმარტავენ რა უფლებით და რანაირად წამართვეს ფურცელი, კუთვნილი დოკუმენტი. საპატრულო პოლიციასთან დიალოგის დროს, ლევანიმ თავისთვის ნაყიდი წყალი შემომთავაზა, მისი მეწყვილე მამშვიდებდა,ასევე შემომთავაზეს საჭმელიც, რადგან გაიგეს, რომ დილიდან ვიყავი მშიერი.
შემდეგ, თავიანთი მანქანით ცენტრალურ გზამდე გამომიყვანეს, რომ ადვილად გამეჩერებინა ტაქსი და ასეთი ბიჭები უნდა იყვნენ ყველგან. დიდი მადლობა მათ! ეკიპაჟის ნომერი სავარაუდოდ იყო 129, თუ სწორად მახსოვს,
დღეს სრული ქაოსი და განუკითხაობაა საავადმყოფოებში,
სულ რომ კვდებოდე, თუ ფული არ გაქვს, ისე გაგწირავენ თვალს არ დაახამხამებენ და შემდეგ თავიანთ ოჯახებში შვილებს ადამიანობაზე მორალს წაუკითხავენ.
სახლში ვარ და ძალიან ცუდად ვარ.
კინაღამ დამავიწყდა, საავადმყოფოში წყალი ვითხოვე და იცი რით მომიტანეს? შარდს რო იღებენ სპეციალური კონტეინერი რომ არის,
ოღონც ჩემს თვალწინ გახსნეს და ამოიღეს შეფუთვიდან. 
 შვილს ვფიცავ სიტყვას თუ ვამატებდე.
ე.ი.  ორი გადასხმა, ერთი კორსიზი ენის ქვეშ 500 ლარი და წყალი საშარდე კონტეინერით, ეს ნიუჰოსპიტალია..”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close