რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„თუ გინდა მესროლეთ, თუ გინდა დამიჭირეთ და თუ გინდა გამანადგურეთ…“

სანდრო ბრეგაძე, პოლიტიკოსი:

_ როგორც კი ნარკობარონებზე და მათ „კრიშებზე” დავწერე, დაახლოებით 2 საათში სტაჟიან აგენტს დაარეკინეს ჩემს ტელეფონზე (მისი ნომერი რომ დაფიქსირებულიყო), პროვოკაციას ამზადებენ. ათასი კრიტიკული პოლიტიკური პოსტი მაქვს დაწერილი, მაგრამ პროვოკაცია არასოდეს დაუგეგმავთ, როგორც კი თბილისის კლუბებში არსებულ ნარკო-ბარიგებს შევეხე, პროვოკაციამ არ დააყოვნა. ახლა კარგად მომისმინეთ …  მე თქვენსავით არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის წიაღში არ გავზრდილვარ. საბედნიეროდ, ზვიადის და მერაბის გვერდით გავიზარდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმესი შემეშინდება, ძალიან ცდება. თავს შეგაკლავთ თქვე ბარიგებო!

 აქვე, სახალხოდ ვაცხადებ: ქვეყანაში მასობრივად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელსაც ზედა ეშელონებში ჰყავს მფარველები (დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ეს არ იცის), თუმცა ეს ბარიგა-კრიშები ახლოს დაძვრებიან. ჩვენი შვილების მოწამვლის და მკვლელობის უფლებას არ მოგცემთ, თუ გინდა მესროლეთ, თუ გინდა დამიჭირეთ და თუ გინდა გამანადგურეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენ განადგურდებით. ხომ გაგიგიათ, სროლა დასწრებაზეა!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close