პოლიტიკარედაქტორის გვერდი

სოხუმში, რუსეთის საელჩოს ახალ კომპლექსს საზეიმოდ გახსნიან

18 აპრილს სოხუმში იგეგმება რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის საზეიმო გახსნა. ამასთან დაკავშირებით კი 18-19 აპრილს სამუშაო ვიზიტით რუსეთის საგარეო უწყების მინისტრი, სერგეი ლავროვი ეწვევა აფხაზეთს. ამას იუწყება РИА новости. 19 აპრილს კი იგი მიიღებს მონაწილეობას იმ საზეიმო ცერემონიაში, რომელიც ეძღვნება რუსეთის ახალი საელჩო კომპლექსის გახსნას ოკუპირებულ აფხაზეთში. ამავე დღეს ქალაქ სოხუმში შედგება სერგეი ლავროვის შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტთან და დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან. შეხვედრაზე იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარებაზე და რუსეთ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ურთიერთქმედებებზე.

სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გამოწვეულია ძირითადად იმით, რომ უფრო მეტი იმპულსი მიეცეს რუსეთ აფხაზეთის ურთიერთობებს, რომელიც ეფუძნება მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს. აგრეთვე ,,მათი მიზანია, კიდევ უფრო გამყარდეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა ამ სფეროში.”-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მოამზადა ნანა ჯოხარიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close