რელიგია

სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის აუდიოჩანაწერი ვრცელდება

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერის მიხედვით, პატრიარქმა საუბრის ჩაწერა ითხოვა, რაზეც ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ ჩამწერები არ ჰქონდათ.

„ჩაიწერეთ, რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, ეს ვთქვით და ეს არ გვითქვამს, მე ძალიან ვწუხვარ რომ ჩვენი გაცნობა ხდება ასეთი მძიმე საკითხის განხილვის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ, არა სხვების წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა.

მაგრამ უფალი ბრძანებს აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე. სიმართლემ უნდა იზეიმოს“, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

აუდიოჩანაწერი

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close