კატეგორიის გარეშე

„ოქროს გასაღების“ რეცეპტი

„სწრაფი, მარტივი და ღუნღულა! თუ მოინდომებთ, 30-40 წუთში დაკრემილი გექნებათ“

ინგა ჩიქოვანი გვთავაზობს ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია. ქალბატონი ინგა წერს:
.
ნამცხვარი „ოქროს გასაღები“ – სწრაფი, მარტივი და ღუნღულა. თუ მოინდომებთ, 30-40 წუთში დაკრემილი გექნებათ.
ფორმის ზომა 23/33-ზე.
ინგრედიენტები ერთი ფირფიტისთვის. ვაცხობთ ორს.
3 კვერცხი, მწიკვი მარილი,100 გრ შაქარი, 2 ს.კ მოხარშული შესქელებული რძე, 1 ჩ.კ. სოდა/ძმრით (ნუ გადაავსებთ), 2 ს.კ ზეთი, 150 გრ ფქვილი, ვანილი.
მომზადება:
კვერცხი, მარილი, შაქარი ვთქვიფე 10 წთ. დავამატეთ მოხარშული შესქელებული რძე, ზეთი, ბოლოს დავაცრათ ფქვილი და შევურიოთ სოდა/ძმრით. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ზედა-ქვედა წვაზე. გამოდის ფუმფულა და რბილი ფენები.
კრემის ინგრედიენტები:
1 მოხარშული შესქელებული რძე და კიდევ რაც მოგვრჩა ბისკვიტისთვის გამოყენებული ქილიდან, 200 გრ კარაქი, ნიგოზი ან თხილი, ვანილი.
მომზადება:
ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, დავამატოთ ვანილი, შევურიოთ შესქელებული რძე. ფენებს კრემზე მოაყარეთ დაჭრილი კაკალი ან თხილი, მე დაფქული მქონდა. ზემოდანაც მოვაყარე დაფქული ნიგოზი. დავიტოვე 1 ს.კ. შესქელებული რძე, შევათბე და მოვასხი აქა-იქ“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close