კატეგორიის გარეშე
სოფი ლორენის ვაჟი ქართულად ამღერდა
მარიამ შარმანაშვილი საქმროსთან ერთად ამერიკაში მოგზაურობს
„ამასობაში კარლოსმა ქართულიც დახვეწა…“ – ამის შესახებ მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და თავის გამომწერებს ვიდეოს უზიარებს, რომელშიც ის თავის საქმროსთან, კინოვარსკვლავ სოფი ლორენის ვაჟთან, კარლო პონტისთან ერთად არის და ქართულად მღერიან.
.
წყვილი ამერიკაში, ლოს ანჯელესში მოგზაურობს.
მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი დანიშნულები არიან და ქორწილისთვის ემზადებიან. მარიამი ამბობს, რომ მათი სურვილია, ქორწილი საქართველოში გადაიხადონ და თავიანთ უცხოელ მეგობრებს ჩვენი ქვეყანა გააცნონ.