საზოგადოება

სოფიკო ტყეშელაშვილი: შეიქმნას სახალხო ფონდი და ჩვენ ვუშველოთ ჩვენს თავს…

,,ფეისბუქი დიდი ტკივილიც არის ყველაფერთან ერთად. ამდენი დაავადებული ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი, ამდენი უსახლკარო, შიმშილის პირას მყოფი ადამიანი მუდმივად და მათი ანგარიშის ნომრები და უმწეობის შეგრძნება, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და მცდელობისა, ყველას ვერ წვდები, ვერ შველი.
რადგან სახელმწიფოს ამ ხალხისთვის, ანუ ჩვენთვის არასოდეს არ ცალია, ბევრჯერ მიფიქრია, შეიქმნას სახალხო ფონდი და ჩვენ ვუშველოთ ჩვენს თავს. თუ ვინმეს იდეა მოგეწონათ წაიღეთ, მიჩუქებია, თუ ხორცს შეასხამთ ამას რა აჯობებს. რაც შემეძლება ბევრი თუ მცირე გასაღებს გავიღებ.

ეს დღეები ტკივილით გაწამებულ ერთ ჩემს ახლობელზე ვფიქრობ. სახელმწიფო არ აფინანსებს ამ ტიპის ოპერაციებს. არადა, მეტად მომრავლდა ადამიანები ამ დაავადებით.

მქონდა მეგობრებთან საუბარი და ვფიქრობთ, მაღალი ტრიბუნიდან, სახელმწიფო დონეზე უნდა ითქვას ამ პრობლემის შესახებ, რომ ადამიანები უფინანსობის გამო, ამ ჯოჯოხეთურ ტკივილთან მარტო არ დავტოვოთ და მოხდეს დაფინანსება. თუმცა, ვინ იცის რა იქნება, იღებენ კი ყურად?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, პოეტი სოფიკო ტყეშელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close