საზოგადოება

სოლარიუმი კანის კიბოს იწვევს-ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, საერთოდ არ გამოვიყენოთ სოლარიუმი, განსაკუთრებით 35 წლამდე. კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ სოლარიუმში არასრულწლოვანი მოხვდეს. რაც შეეხება ზრდასრულს, 35 წლამდე სოლარიუმის მოხმარება სერიოზულად ზრდის კანის კიბოს და მელანომის, ასევე, თვალის დაავადებების რისკს“ – აცხადებს IPN-თან საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. უწყების ინფორმაციით, სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა უნდა შეიკავონ თავი. ლელა სტურუას თქმით, სოლარიუმის 35 წლამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მეტი რისკი აქვს განუვითარდეს მელანომა, კანის კიბო და თვალის სხვადასხვა დაავადება. მისივე განმარტებით, მელანომა არის კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან მწვავეა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ღია ფერის კანისა და ღია ფერის თვალის მქონე ადამიანები. სტურუას ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანაში სოლარიუმის მოხმარება არასრულწლოვნებში ან 35 წლამდე აკრძალულია. ასეთ ქვეყნებში საკითხი კანონმდებლობით კონტროლდება და ისევე როგორც, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში, სოლარიუმშიც მომხმარებლის ასაკით ინტერესდებიან.

წყარო: IPN

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close