სხვა

„მე ვუთხარი: „კი“

ვინ არის ნუცა ბუზალაძის მილიონერი ამერიკელი საქმრო

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ბოლო პერიოდია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ამბავს უზიარებს გამომწერებს. ის თავის მუსიკალურ აგენტზე, დარენ პრინსზე დაინიშნა.

.

„მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა… ჩემს მომავალ ქმარს. დარენი პირველად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი დაიჯერა, როდესაც ამერიკაში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებს მივყვებოდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი. ის ჩემი სუპერ აგენტი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, გამიღო კარები, რომლებიც არასდროს მეგონა, რომ გაიღებოდა, და ჩემ გვერდით იდგა ისე, როგორც არავინ! მაგრამ რასაც ვერ ვხედავდი, ის იყო, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული გახდებოდა.

თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, ნდობასა და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. დროთა განმავლობაში ის ჩემი უსაფრთხო სივრცე გახდა. ის, ვინც სრულად მიგებდა, მაგრძნობინებდა თავს დაცულად, ძვირფასად…

როდესაც ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა და ერთ დღეს მივხვდი, რომ დარენის მიმართ სიყვარული მხოლოდ პროფესიული არ იყო. ეს ყველაფერი იყო და ის ნამდვილი იყო!!!

ვლოცულობდი ასეთ პარტნიორზე. ვინც დედოფალივით მომეპყრობოდა, ჩემს ყოველდღიურობას სინათლეს შემატებდა და მთელი გულით შემიყვარებდა. და ღმერთმა გამომიგზავნა დარენი“, – დაწერა მომღერალმა.

დარენ პრინცი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს, ლივინგსტონში, ნიუ ჯერსიში. უკვე 14 წლის ასაკში წამოიწყო ბეისბოლის ბარათების გაყიდვის წარმატებული ბიზნესი, რომელიც 1 მილიონ დოლარად გაყიდა მაშინ, როცა, დაახლოებით, 20 წლის იყო. 1994–95 წლებში დააარსა Prince Marketing Group – ბუტიკური ტიპის სააგენტო, რომელმაც 500 მილიონ დოლარზე მეტი გარიგება განახორციელა.

დარენი იყო აგენტი ისეთი ვარსკვლავებისა და სპორტსმენებისთვის, როგორებიც არიან: Magic Johnson, Larry Bird, Muhammad Ali, Joe Frazier, Hulk Hogan, Dennis Rodman, Charlie Sheen, Chevy Chase, Ric Flair და სხვები. მისი სააგენტო უზრუნველყოფს ხელშეკრულების საკითხებს, რეკლამებს, საჯარო გამოსვლებს და კამპანიებს საერთაშორისო ბრენდებთან. გამოჩნდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორებიცაა: Wall Street Journal, New York Times, USA Today, CNN, Fox & Friends, Dr. Oz და ჯეი შეტის პოდკასტში On Purpose.

დარენმა დააარსა Aiming High Foundation – საქველმოქმედო ფონდი, სადაც შემოსული თანხის 100% ირიცხება დამოკიდებულების სამკურნალო დახმარებაზე. თანამშრომლობს Banyan Treatment Center-თან და არის Bridge Therapeutics-ის მრჩეველთა საბჭოში – ეს უკანასკნელი მუშაობს ოპიოიდური დეტოქსიკაციის ახალ პრეპარატზე, რომელიც FDA-ს დამტკიცებას ელოდება. ასევე თანამშრომლობს სკოლებთან, კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან და მთავრობებთანაც კი – მათ შორის ოპიოიდური კრიზისის სამუშაო ჯგუფებთან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close