რედაქტორის გვერდისაინტერესო

სკანდალი: ,,ერო! შეშლილო! გზა-აცდენილო! ნახირო! საით მიერეკები?!”

  ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება დალი ყარაულაშვილის საინტერესო ლექსი: ,,გონზე მოეგე შეშლილო ერო!”
 ლექსმა უკვე უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.
,, გონზე მოეგე შეშლილო ერო!
 გადააჯიშა ეშმამ სამყარო,
 სექტამ დაიდგა თავზე გვირგვინი,
არ ვიცი ახლა, რით გაგახაროთ.
აღარსად ისმის რაშთა ჭიხვინი, 
რელიგიური დემოკრატია!
საქართველოში ისე ქილიკებს, 
გულმა ცრემლ-ბოღმა ვეღარ დატია.
ერი დაადგა ხრამის ბილიკებს…
 არ ვიცი ზარებს რად არ რეკავენ?!
დადუმებულა თითქოს საყდარიც,
სამღვდელოება, უფლის მეკარე,
ამ ჭირში ნეტა ახლა სად არის?!
ინგა და პეტრე, მაკა და ნიკა,
ცხვრად მოვლენილმა სატანამ იძმო,
მამულიშვილებს გააძრეს სიქა,
თბილისს დაჰყურებს ზემოდან ბიძო!
ზემოთ თუ ქვემოთ, აშმორდა მიწა,
წვიმა გგონით?! ტირის თამარი,
ქრისტეს ჯვარს უკვე არავინ იცავს,
გათხრა მომინდა ხელით სამარის!
ერო! იბერო! დაკარგე გონი?!
მეფეთ დარბაზში! დემონთ დოღია,
ცხვრის მწყემსად მგლები დაგვიდგნენ მგონი,
გვაცქერინებენ მრუშთა ორგიას!
სისხლად იფეთქეს სულში ვენებმა,
შენ თუ გვიშველი, დედაო ცაო!
ეჰ. ჩვენი მოდგმის გადაშენება,
სწადიათ, ჩემო ძმაო და დაო!
ერო! შეშლილო! გზა-აცდენილო!
ნახირო! საით მიერეკები?!
ჩემო სამშობლოვ, სისხლდაწრეტილო,
ძუძუ დავაშრეთ ჩვენი დედების!
ვაიმე! მუხლში მოდრიკეს ხარი,
ვაიმე! დროშებს ვინ აფრიალებს?!
კალაპოტს მოსდევს ბინძური წყალი,
რა მოგვიშუშებს წყლულს და იარებს?!
სად ხარ იბერო?! დაგეძებ სანთლით,
დაჭრილი გული, რითი ვამრთელო?!
წინაპრის რიდით! წინაპრის ხათრით!
გონზე მოვეგოთ, კვლავ ვიქართველოთ!
მე ღარ ვიცი რა უნდა ვწერო,
გონზე მოეგე შეშლილო ერო!
გონზე მოეგე შეშლილო ერო!
გონზე მოეგე შეშლილო ერო!
დალი ყარაულაშვილი 2017 წელი 28 აპრილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close