საზოგადოება

“სიცოცხლით სავსე ქალაქი” მხოლოდ საარჩევნო სლოგანი არ ყოფილა”

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის ირგვლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძემ განცხადება ფეისბუქის live-ით ჩართვისას გააკეთა.

“ის, რომ აწერია “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, მე პირდაპირ გეტყვით იმას, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ საარჩევნო სლოგანი. ჩემი მიზანია, რომ ჩვენი დედაქალაქი უახლოესი მომდევნო წლების განმავლობაში იყოს სიცოცხლით სავსე, სიყვარულით სავსე, სიკეთით სავსე და ამის განხორციელებაში, ვიცი, რომ ძალიან ბევრი თბილისელი, რიგითი ადამიანები, უბრალო ადამიანები დამეხმარებიან, ხელს შემოწყობენ და ჩვენ მართლაც მოვახერხებთ ამას, მართლაც შესაძლებელი იქნება ის, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი”-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის ირგვლივ განთავსებულია კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანი – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close