საზოგადოება

სიღნაღის მერია უარს ამბობს ჯაზფესტივალის ჩატარებაზე

,,ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობაზე განაწყენებული, სრულ დესტრუქციაშია..."

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯაზფესტივალს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება,  სიღნაღის მერია აღარ აფინანსებს. არადა, ფესტივალის დღეები უკვე დანიშნული იყო -7-8 აგვისტო და აფიშებიც მომზადებული.

გასულ წელს, სიღნაღის ცენტრში, გრანდიოზული საღამო-ჯაზის ფესტივალი გაიმართა, ცხადია, მერიის დაფინანსებით. წელს რატომ გაუნაწყენდა სიღნაღის დრომოჭმული მერი, გოგი გოგილაშვილი ჯაზფესტივალის ორგანიზატორებს, არავინ უწყის და ჯერ კიდევ არკვევენ, რა მოხდა ან რა იყო უარის რეალური მიზეზი.

,,მეგობრებო, ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო, სიღნაღის მერია უარს ამბობს ფესტივალის ჩატარებაზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება!
გრძელდება ორგანიზატორებსა და მერიას შორის დაუსრულებელი დიალოგი მადლობა მინისტრს იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც იჩენს მუსიკოსების მხარდასაჭერად, თუმცა როგორც ჩანს ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობაზე განაწყენებული, სრულ დესტრუქციაშია…”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close