რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამა”- ეშმაკის მოგონილი მანქანა, რომელმაც ქართველები დაამონა

  თამარ იოვაშვილი _ ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე: 
  _ ბატონი ბიძინა – ქველმოქმედი, ბიზნესმენი, მილიარდერი. ადამიანი, რომელმაც შექმნა და დააფინანსა ნაცმოძრობა. ძალა, რომელიც გაატარებდა მის ინტერესებს და ლიბერალურ პოლიტიკას სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მზად არ იყო ამისთვის. მე თუ მკითხავთ, ახლაც არ არის მზად. ადამიანების უმეტესობა ვერ შეეგუა ცხოვრების ახალ ფორმატს, თამაშის ახალ წესს. უამრავი ოჯახი გაღარიბდა, დაინგრა…
 დღეს, მოსახლეობის 90% იმაზე ფიქრობს, როგორ გაიტანოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის დროს შეიქმნა მანკიერი, ეშმაკის მოგონილი ,,სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამა”, რომელმაც დაამონა ხალხი და აბსოლუტურად წაართვა მათ ბრძოლის უნარი, დასაქმების სურვილი. სააკაშვილი გაძლიერდა და გავიდა კონტროლიდან. ნამდვილად იყო საჭირო ახალი ძალა და ბატონმა ბიძინამაც შექმნა ახალი ლეგიონი – ქართული ოცნება, რომელმაც მოიპოვა ძალაუფლება სამართლიანობისა და სოციალური დაპირებებით.
 2013-2014 წლებში მართლაც იყო პროგრესის მცდელობა. ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამა და ცვლილება პოზიტიურად შევაფასე, მაგრამ 2016 წლის მიწურულს, ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ოცნება სულ უფრო და უფრო დაემსგავსა ნაცმოძრაობას იდეოლოგიურად და პოლიტიკურად.
  რა თქმა უნდა, მილიარდერი არ შექმნის ძალას, რომელიც ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს გაატარებს. ის ყოველთვის დაიცავს კაპიტალს და ბიზნესს. ნელ-ნელა საქართველო ვარდება სულ უფრო ღრმა ორმოში. ის ემსგავსება სინგაპურს, სადაც აღარ არის ძირითადი მოსახლეობა, თუმცა ჩადიან უცხოელები. ემსგავსება ქვეყანას, სადაც მთავარი ინტერესი არის ფული და ბიზნესი.
 სამწუხაროა, რომ ხალხი არ ფიქრობს ამაზე. ადამიანები არ ფიქრობენ მაშინაც, როდესაც მიდიან საარჩევნო ურნებთან და ხმას აძლევენ კონკრეტულ პირებს. არ ფიქრობენ მასზედ, თუ რას უტოვებსენ შვილებს, შვილიშვილებს. ამით ხდება მემარცხენე იდეოლოგიის დემონიზაცია…
   2016 წლებში პარლამენტში შევიდა ახალგაზრდა ნეოლიბერალების ჯგუფი. ჩვენ კარგათ გვესმის, რომ ხალხს ჩუგოშვილი-კობახიძე არ აურჩევია. ოცნებამ დაკარგა პოზიტიური სახეები ფულის მანქურთების სანაცვლოდ.
   მოვიდა დრო, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნამდვილი, ჯანსაღი მემარცხენე ძალა. სხვანაირად, ჩვენ აღარ ვიქნებით.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close