რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სირიიდან რეპორტაჟის დროს Russia Today-მ კადრში შეცდომით რუსული წარმოების იარაღი აჩვენა

რუსულმა პროპაგანდისტულმა არხმა, რომელიც ძირითადად ინგლისურენოვან მაყურებელზეა ორიენტირებული, ფატალური შეცდომა დაუშვა. მან როდესაც ბაშარ ასადის არმიის კონტროლქვეშ მყოფი შაირათის ავიაბაზიდან ფოტო რეპორტაჟის დროს  შეცდომით აჩვენა რუსული წარმოების ქიმიური იარაღის შესანახი კონტეინერები, რომელშიც როგორც წესი, რამოდენიმე საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ნივთიერება ზარინი ინახება. სპეციალლისტების გაკვირვებას და შეშფოთებას იწვევს ამ ფოტოზე გამოსახული კონტეინერების ადგილმდებარეობაც, ბეტონის საფარზე, ღია ცის ქვეშ, რაც არაფრით არ შეესაბამება ან ნივთიერების შენახვის სტანდარტებს: „ როგორც ჩანს კონტეინერები ამერიკული ავიიარეიდის დროს ნაჩქარევად გამოიტანეს რომელიმე დაზიანებული შენობიდან“. სტატიის გამოქვეყნებიდან რამოდენიმე საათში აღნიშნული ფოტო RT-ის სხვადასხვაენოვანი საიტებიდან წაიშალა, თუმცა გერმანულ ვერსიაში ის დღემდე ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, ბაშარ ასადის წინააღმდეგ საქმე ჰააგის ტრიბუნალს გადაეცემა, სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამო. თავად ფაქტი აშკარად გამოძიებას მოითხოვს და იმ შემთხევაში თუ კონტეინერები ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ მათი გამოყენება უკვე მომხდარა – რაც კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმისთვის, რომ ასადი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთსაც – მათი ოფიციოზის განცხადებით რუსული ქიმიური იარაღის 85% – ის უტილიზაცია მოხდა, თუმცა საინტერესოა, მაშინ როგორ აღმოჩნდა რუსული ქიმიური იარაღი სირიულ ავიაბაზაზეა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close