რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,სილამაზის სალონში ქალს თმა ისე დაუწვეს, მკურნალობა დასჭირდა“

 მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია -„ეტიკა“-ს – წევრი ინგა კოღუაშვილი სილამაზის სალონებში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე  გვესაუბრა. მისი თქმით, სალონების დიდი ნაწილი წარმოადგენს გადამდები დაავადებების კერას. ისინი მიწისქვეშა გადასასვლელებში სილამაზის სალონების არსებობასაც ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ,  რომ გახსნილია კანონდარღვევით.

  ინგა კოღუაშვილი:

_ მიწისქვეშა გადასასვლელებში გახსნილ სილამაზის სალონებში საშინელი მდგომარეობაა. კანონით, სარდაფებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში  არ შეიძლება ასეთი სახის სალონების გახსნა. ასევე, მთავრობის დადგენილებაში  პირდაპირ არის მითითებული, რომ ან უნდა იყოს სილამაზის სალონებში სტერილიზაციის ხელსაწყო -ავტო კლავი, ანდაც უნდა ტარდებოდეს ცივი, ქიმიური სტერილიზაცია. თუმცა, სანამ ავტოკლავში მოხვდება ხელსაწყო, მას კიდევ სჭირდება რამდენიმე ფორმით დამუშავება.

  _ გინდათ გვითხრათ, რომ სალონებში ჰიგიენურ ნორმებს  არ იცავენ ?

_ ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის“ ორგანიზაცია რომელ სანონებშიც ატარებს მონიტორინგს, იქ ჰიგიენური ნორმებს იცავენ, სხვაგან კი, ცხადია ცუდი მდგომარეობაა. ჩვენ გვაქვს სპეციალური ტესტ-ჩხირები, რომლითაც ვამოწმებთ სტერილიზაციის ხსნარის ხარისხს. რამდენიმე სალონში ხსნარი უხარისხო აღმოჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად, ხელსაწყოებს დეზინფექციას არ უტარებენ.  ამ ხსნარს აქვს თავისი გამოყენების ვადა, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ასეთ სალონებს ვერ დავასახელებ, თუმცა ისინი მკაცრად გავაფრთხილეთ. ზოგ სალონში მართალია აქვთ სადეზინფექციო ხსნარი, მაგრამ საჩვენებლად, თაროზე უდევთ და არ იყენებენ.  მათ შევაქმნევინეთ  რეცხვა-დეზინფექციის ჟურნალი, რომელშიც  იწერება ყოველდღიური მონაცემები.

ჩემი მიზანი არის სალონებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება. მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ სალონში შეიძლება დაინფიცირდეს.

 _  რით შეიძლება დაინფიცირდეს სალონში შესული მომხმარებელი?

_ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს C ჰეპატიტი, ასევე არსებოს სხვა დაავადებების გავრცელების საფრთხე.  C ჰეპატიტის გავრცელების რისკი დიდია მანიკურ-პედიკურის გაკეთების დროს.  სალონში არსებული სხვადასხვა მანიპულაციები შეიცავს სხვადასხვა სახის რისკ-ფაქტორებს. სტილისტის საქმიანობა არ წარმოადგენს კრიტიკულ ჯგუფს, მაგრამ ფრჩხილების, სახისა და კანის მოვლა უკვე კრიტიკულ ჯგუფში შედის, რადგან არსებული წესებისა და ნორმების დაუცველობამ, შესაძლებელია, ცუდი შედეგები გამოიწვიოს.

 

ძალიან ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი სილამაზის სალონებში. სტილისტების უმეტესობას სავარცხლები დაბინძურებული აქვთ, არ იყენებენ ერთჯერად პირსახოცებს, მანიკურისა და პედიკურის გაკეთების დროს  ხმარობენ ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო პლასმასის ჯამებს, რაც დაუშვებელია. ასევე, არ შეიძლება თავსაბან ნიჟარებში ხელების დაბანა, ჭურჭლის გარეცხვა და ა.შ. რასაც იქ მომსახურე პერსონალი ხშირად აკეთებს.

სალონებში არ ჰყავთ პროფესიონალი კადრები, რაც არანაკლები პრობლემაა. ეს ყველაფერი აისახება მომხმარებელზე, რადგან ხდება მათი უფლებების დარღვევა. ერთ-ერთ ქალბატონს, რომლის პრობლემასაც ახლა ვიხილავთ, სალონში  თმა ისე დაუწვეს, რომ  მკურნალობა სჭირდება. ასეთ ქმედებებს კანონი არეგულირებს.

  _ ქვეყანაში არ არსებობს რომელიმე სახელისუფლებო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხების მოწესრიგებაზე  ზრუნავს?

_ ამ სფეროს არავინ აკონტროლებს. ერთადერთი ეს არასამთავრობოა, რომელიც ზრუნავს მომხმარებელთა უფლებებისათვის და შესაძლებლობის მიხედვით აწესრიგებს მდგომარეობას.

რედაქციისაგან:

ჯანდაცვის სამინისტრო თავს იწონებს ელიმინაციის პროგრამით. ხშირად აცხადებენ, რომ მათ შეძლეს შეუძლებელი. პროგრამა მართლაც კარგია,  თუმცა უკეთესი იქნება, ჯერ იმაზე ზრუნავდნენ, ადამიანები რომ არ დაავადდნენ და საქმე მათ მასიურ მკურნალობამდე არ მივიდეს. როგორც ,,ზრუნავენ“ ამ კუთხით, აღნიშნული წერილიდანაც ჩანს.   

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close