მსოფლიო

„სიკვდილს ჩავხედე თვალებში“

დღეს ნეაპოლში მიწისძვრა მოხდა - ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა

დღეს, 13 მარტს, იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში 4.4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და. ეს იყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი, შე­ნო­ბე­ბის ნგრე­ვა, არის მსხვერპლიც.

.

ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ბიძ­გე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე „მძლავ­რი გრგვინ­ვა“ გა­ი­გეს.რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი ნე­ა­პო­ლის პა­ტა­რა უბა­ნი, პო­ცუ­ო­ლი, იყო, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

იტა­ლი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ნე­ა­პო­ლის მი­წისძვრის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ ცდი­ლო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფან­ჯრე­ბი­დან გა­დახ­ტო­მას.

„სიკ­ვდილს ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში, ისე­თი ძლი­ე­რი მი­წისძვრა იყო. თან მე-4 სარ­თულ­ზე სად გინ­და რომ გა­იქ­ცე. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ყვე­ლა­ფე­რი ირ­ყე­ო­და. ხმა ხომ სა­ერ­თოდ სა­ში­ნე­ლი იყო. ღმერ­თო შენ გვიშ­ვე­ლე…“.

– ჩვე­ნი სახ­ლი არ და­ზი­ან­და, მაგ­რამ ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლი ვართ. რაც აქ ვცხოვ­რობ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მი­წისძვრა მოხ­და, მაგ­რამ ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო. უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლია ნე­ა­პოლ­ში, მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი და ყვე­ლა ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლია, – ამბობს ლია ძამსაშვილი ამბები.ჯი-ისთან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close