საზოგადოება

სესიაშვილი: “ავტომობილი ჩემი შვილის მეგობარს ეკუთვნის”

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი, რომელიც ქურდობის საქმეში ფიგურირებდა, მისი შვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნის.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პროკურატურაში მისვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ავტომობილზე მისი შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები. სესიაშვილი გამორიცხავს დანაშაულთან მისი შვილის კავშირს.

დღეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პროკურატურას მიმართა და აღნიშნული ქურდობის ფაქტის გამოძიება მოითხოვა, რათა არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩეს. სესიაშვილი გეგმავს, რომ ცილისწამებისთვის ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობაც მოითხოვოს.

ირაკლი სესიაშვილის შვილზე დავით სესიაშვილზე შსს-ში სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობას, – ამის შესახებ გუშინ imedinews-ს სამინისტროი განუცხადეს “შსს-ს წაროებაში არსებულ არცერთ სისხლის სამართლის საქმეში დავით სესიაშვილი არ იმხილება” – დააკონკრეტეს უწყებაში.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილის თითის ანაბეჭდები თბილისში მომხდარი ქურდობის დროს აღებულ ანაბეჭდებს დაემთხვა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას წილისწამება უწოდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close