პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს გამოხმაურებები მოჰყვა.

სერგო ვარდოსანიძე, ისტორიკოსი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი:

_ სერიოზულად შემეშინდა… გამახსენდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი კირიონი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), მღვდელი – ტიმოთე ბაკურაძე, არქიმანდრიტი –  მირიანი (ბექაური), მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე), დეკანოზი ვიქტორი (შალამბერიძე)…

არქიმანდრიტი, მირიან ბექაური არმაზის ხეობაში მოღვაწეობდა. მისი მკვლელები იყვნენ სოფელ ძეგვიდან. ბაგდასარ აგაჯანოვი,ნიკო თუმანიანი, მიშა კვახაძე. შემკვეთები „ვერ დაადგინეს” (იხ.ჩემი “მეოცე საუკუნის პატრიარქები და მათი ოპონენტები” თავი 1.ტრაგიკული 1918 წელი.

ვახო ბოცვაძე კი აქვეყნებს მოკლული არქიმანდრიტის, მირიან ბექაურის ფოტოს, რომელიც მის საოჯახო ალბომს  შემორჩა. ბოცვაძის თქმით, პაპამისი არქიმანდრიტის მეგობარი იყო.

კომენტარები
Загрузка...