რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სერბეთში ქართველი კანონიერი ქურდი ,,ლაშა წყალტუბსკი” დააკავეს

იტალიის ხელისუფლების მოთხოვნით, სერბეთში ქართველი ,,კანონიერი ქურდი” ლაშა ნიჟარაძე, იგივე “ლაშა წყალტუბსკი” დააკავეს. ნიჟარაძე 2014 წლიდან იძებნებოდა, მას შემდეგ რაც იტალიამ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებზე დევნა დაიწყო. მაშინ ევროპოლმა გრანდიოზული სპეცოპერაცია ჩაატარა მერაბ “სუხუმსკის” კლანის წინააღმდეგ. სპეცოპერაციის შედეგად სამართალსდამცველებმა 13 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, ასევე კრიმინალური სამყაროს 5 ავტორიტეტი. ლაშა ნიჟარაძეს 15 წლით პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება სხვა კრიმინალებთან ერთად, საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნა, რომელიც ევროპის ფარგლებში ქურდობით, რეკეტითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close