საზოგადოება

გაზეთ ,,მეოთხეს” რედაქტორი, გივი გოგინაშვილი გარდაიცვალა

,,წავიდა ჩვენი უსაყვარლესი, განათლებული, პროგრესული, თბილი, მზრუნველი, არა მხოლოდ რედაქტორი"

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ ,,მეოთხეს” მთავარი რედაქტორი, გივი გოგონაშვილი.

ბატონ გივის სოციალულ ქსელში ყოფილი თანამშრომლები გულისტკივილით იხსენებენ.

,,ვინც მიცნობს, ყველამ ზუსტად იცის რა სახის გრძნობა მაკავშირებს გაზეთ “ მეოთხესთან” და ამ დიდი ოჯახის შემოქმედ , მთავარ რედაქტორ, ბატონ გივი გოგინაშვილთან ???????????????????????? დღეს ვტირით ყველა მეოთხელი , დღეს ჩვენთვის თითქოს რაღაც ეპოქა დასრულდა, რომელსაც სახელად “მეოთხე” ერქვა …წავიდა ჩვენი უსაყვარლესი, განათლებული, პროგრესული, თბილი, მზრუნველი, არა მხოლოდ რედაქტორი და ხელმძღვანელი, არამედ ჩემი დიდი და ყველა დროის საუკეთესო მეგობარი, რომელმაც, როგორც მამამ ისე დაგვაფრთიანა და ჩვენს სავალ გზებზე ჩამოგვარიგა, …მაგრამ არასდროს დასრულდება იმ დიდი ოჯახის არსებობა, აწ უკვე ნათესაური კავშირებით გამყარებული , რომელიც მესამე ათეული წელია ცოცხლობს და ჟრიამულობს ამ გაზეთის სახელით ! გემშვიდობებით ბატონო გივი, ძალიან დაგვაკლდებით და ძალიან მოგვენატრებით ????????– თქვენი “იურისტი-ჟურნალისტი” – ირმა გაჩეჩილაძე. ( ასე მოგვმართავდა ხოლმე თავად მე და ხათუნა მაღლაკელიძეს) p.s არ ვიცი ეს რა წინათგრძნობა იყო…სამი დღის წინ ჩემი გაზეთების არქივი გადმოვიღე და თითქმის ყველა ნომერი გადავათვალიერე …. დღეს კი ამ ტექსტის წერას რომ ვიწყებდი “უკვდავი მეგონეთ-თქო” სულ ეს ფრაზა ლიდერობდა გონებაში. ტექსტის ბოლოს კი ვწერ, რომ – დიახ, უკვდავი ხართ, ბატონო გივი!!! …. და ჩვენ, მეოთხელებს, ძალიან გვიყვარხარდა_ წერს ადვოკატი ირმა გაჩეჩილაძე.

,,როგორ დამწყდა გული… ???????????? ჟურნალისტური საქმიანობის გარიჟრაჟზე გავიცანი გაზეთ ,,მეოთხეს” რედაქტორი, გივი გოგინაშვილი. ჯერ სტატიებს მიბეჭდავდა, შემდეგ რედაქტორის მოადგილედ ამირჩია და წლების განმავლობაში, ერთ კაბინეტში, ერთად ვქმნიდით ინფორმაციის საკმაოდ საინტერესო ერთ-ერთ წყაროს. წარმატებები სდევდა ,,მეოთხეს” წლების განმავლობაში. ჩემი სამუშაო თემა კრიმინალი და სამართალი იყო. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ საგამოძიებო ჟურნალისტიკა საქართველოში პირველად ჩვენ დავიწყეთ- ტერაქტების საქმეებს დამოუკიდევლად ვიკვლევდით და ბევრ საინტერესო, მიმალულ ამბავს ჩამოვგლიჯეთ ფარდა. რედაქტორის მიერ დაბლოკილი ან დაცენზურებული სტატია არ მახსოვს- მხოლოდ სიმართლის გახმაურება იყო ამ მართალი, ალალი კახელი კაცის მიზანი. ,,მეოთხედან” გამეხსნა გზა დიდ ჟურნალისტიკაში…
გასახსენებელი ბევრი მაქვს. საოცრად კარგი ადამიანი იყო, კარგი ოჯახით. შვილები, რძლები… იმ დროს ერთად ვიყავით და სიმართლისთვის, ბედნიერი მომავლისთვის თავდაუზოგავად ვიბრძოდით. ბოლო დროს თავის საყვარელ კახეთს დაუბრუნდა, საოცარ შილდას. ოჯახის წევრებმა მითხრეს, სუფრას ისე არ დაასრულებდა, შენი სადღეგრძელო არ დაელიაო. მე კი ერთხელაც ვერ მოვახერხე ნახვა… ბოდიში და მადლობა, ჩემო კარგო რედაქტორო. უკანასკნელ გზაზე აუცილებლად გაგაცილებთ. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს თქვენს სულს. ????” _ წერს ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close