საზოგადოება

სახლში სარეცხის გაშრობამ შეიძლება ასთმური შეტევა გამოიწვიოს

სახლში სარეცხის გაშრობამ შეიძლება ასთმური შეტევა გამოიწვიოს. სველი სარეცხისგან წამოსული ნესტი იდეალურ პიროებებს ქმნის სოკოს ზრდისა და განვითარებისთვის. სოკო კი გამოყოფს სპორებს, რომლებიც ალერგიული რეაქციისა და ასთმის შეტევის განვითარების პროვოცირებას იწვევს.

ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები, დაქვეითებული იმუნიტეტის
მქონე პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. ამიტომ სჯობს ტანსაცმელი გაირეცხოს და გაშრეს საცხოვრებელი ოთახებიდან იზოლირებულად ან გარეთ.

საშრობი მანქანები, სახლის რეგულარულად განიავების ჩვევა სოკოს გამრავლებას უშლის ხელს. ცნობილია, რომ სოკო ხშირად იწვევს ფილტვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ის მთელი წლის განმავლობაში იზრდება, განსაკთრებით კარგად გრძნობს თავს ნესტიან გარემოში.

გასაკვირია, მაგრამ ზედმეტად სტერილური გარემოც ზრდის ბავშვებში ასთმის განვითარების რისკს, რადგანაც ისინი სასარგებლო მიკრობებთან კონტაქტს არიან მოკლებულები.

ცნობილია, რომ ბაქტერიებთან კონტაქტი აწრთობს ადამიანის იმუნიტეტს. ამიტომაც გადაჭარბებულ სტერილურობას უკვე უკავშირებენ აუტოიმუნურ დაავადებებსა და ასთმას.

Mkurnali.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close