რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ათენში ახლად ჩასული ჩვენი თანამემამულე”

   ათენში მცხოვრები პოეტი ნინო ქიზიყელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2017 წლის 7 აპრილს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ათენში ახლად ჩასული ჩვენი თანამემამულე, სოფიო კაციაშვილი.
    მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით:
 ,, სოფო მოკრძალებული ახალგაზრდაა, რომელსაც ნაცნობ_ მეგობრები არ ყავდა ათენში, არც არსად დადიოდა. არ იცის არაფერი მცირე სასაუბრო ენის გარდა (ბერძნულ ენას ვგულისხმობ). სულ რამოდენიმე თვეა,რაც ათენში იმყოფება. საქართველოში ყავს ავადმყოფი დედა, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად სოფოს უეცარი გაუჩინარებით განადგურებულია.
უკვე საკმარისზე მეტი დროა გასული იმისათვის, რომ იმედი გვქონოდა მისი გამოჩენის. გასულია 28 საატზე მეტი, რაც არაფერი ისმის მისი მხრიდან. ტელეფონი არ პასუხობს.
გთხოვთ, დააკვირდეთ ფოტო სურათს, იქნებ რომელიმე თქვენთაგანმა ამოიცნოთ სოფო და აუცილებლად მოიყვანოთ ბერძნულ-ქართული ასოციაციის კორპუსში ვილარას 2. ომონია (აგიოს კონსტსნტინეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია) ან დამიკავშირდეთ ტელეფონზე: 6997552727 / 6944097949. მის მპოვნელს ავუნაზღაურებთ გზის ხარჯს.” – ნათქვამია ნინო ქიზიყელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: Athens Georgian Migrants Information Center
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close