მიმდინარე წლის დეკემბერში, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველის არჩევა ისევ ხუთი წლის ვადით მოხდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, კოსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველის არჩევა ექვსი წლის ვადით მოხდება, თუმცა, დეკემბერში, მომავალი ომბუდსმენი ხუთი წლის ვადით აირჩევა

„სახალხო დამცველს დეკემბერში ვირჩევთ. მას ხუთი წლის ვადით ავირჩევთ და ხუთი წლის შემდეგ რომ ჩატარდება, ის ექვსი წლის ვადით იქნება არჩეული“, – დასძინა კობახიძემ. კონსტიტუციური ცვლილებებით, სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

კომენტარები
Загрузка...