მსოფლიო

საცხის ყუთის აფეთქების შედეგად, ფრანგი ფიტნეს ბლოგერი გარდაიცვალა

საცხის ყუთის აფეთქებამ ფრანგი ფიტნეს-ბლოგერი რებეკა ბურგერი იმსხვერპლა. რებეკას სიკვდილის შესახებ პირველად მისმა ოჯახმა ფეისბუქზე დაწერა და შემთხვევას “საყოფაცხოვრებო უბედური შემთხვევა უწოდა”.

​რებეკა ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი გახდლათ, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბლოგებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ავრცელებდა. მას ფეისბუქზე 55 ათასი, ხოლო ინსტაგრამზე 154 ათასი გამომწერი ჰყავს.

მოგვიანებით რებეკას ოჯახი შემთხვევას ინსტაგრამზეც გამოეხმაურა. ოჯახის ინფორმაციით, დისპენსერის აფეთქების შემდეგ, გასახსნელი რებეკას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.



​ფრანგული მედიის ინფორმაციით, შემთხვევამ გულის შეტევა გამოიწვია და სამედიცინო დახმარების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

​ბაზარზე გაყიდული 160 ათასი საცხიდან მომხმარებლებმა მხოლოდ 25 ათასი დააბრუნეს. ამ დროისათვის საცხი ბაზრიდან ამოღებულია. 

წყარო: BBC

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close