საზოგადოება

საშინელი ვიდეო – ინდოეთში დაიბადა ხბო, რომელსაც ადამიანის სახე აქვს

ჩრდილოეთ ინდოეთში, სოფელ ულტარ-პრაფეშში დაიბადა ხბო, რომელსაც  ადამიანის სახე ჰქონდა. ცხოველი ერთ საათში გარდაიცვალა, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ის შუშის ყუთში შეინახა. თანასოფლელები ისე ეთაყვანებიან ყუთში მოთავსებული ხბოს უსულო სხეულს, როგორც ღმერთს. ხბოს თვალები, ცხვირი და ყურები რადგან ადამიანის ჰქონდა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ის ავატარსაც მიამსგავსეს და სახელად ავატარი უწოდეს.

ხალხი ასევე თვლის, რომ ხბო არის ინდოეთის ღმერთის, ვიშნუს განსახიერება და პატივისცემის ნიშნად,  მას ტაძარი უნდა აუშენონ.  მათ რელიგიაში ღმერთ ვიშნუს 24 გამოსახულება არსებობს. ყუთში მოთავსებულ ხბოს სანახავად ათასობით ადამიანი ჩადის ულტარ-პრადეშში სხვადასხვა კუთხიდან. ისინი ყუთს  ყვავილებით ამკობენ და  ეთაყვანებიან.

სალომე მგელიაშვილი

https://www.youtube.com/watch?v=7z5ZimxLju8&feature=youtu.be

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close