ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “არემჯი გოლდის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან დაკავშირებით წერს:

“არემჯი გოლდის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საყდრისის ერთ-ერთი ამფეთქებელი, თორნიკე მუშკუდიანი იმერეთში სამხარეო პოლიციის უფროსად დაუნიშნიათ. წესიერები და უწესოები ყველგან არიან, მათ შორის პოლიციაშიც. დავიჯერო, წესიერი კაცის მონახვა გაგიჭირდათ, ამ თანამდებობაზე დასანიშნად?! ძალიან ვწუხვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გამო.

ნეტავ გამოვიდოდეს ვინმე და იტყოდეს, რომ არა ბატონო, ეს სხვა თორნიკე მუშკუდიანია, ამას საყდრისი არ აუფეთქებია, ეს ის მუშკუდიანი არ არის, საყდრისის აფეთქების დღეს რომ გადაიღეთო.

ეს ფოტო გადავიღე 2014 წლის 13 დეკემბერს, 11:45 წუთზე. მუშკუდიანის უკან აფეთქებული საყდრისი ჩანს. ამის ფოტო და ვიდეომასალა მრავლად მაქვს, როგორ დამცინის და როგორ იცავს საყდრისს ჩემგან.

აი, ინფორმაციის წყარო, მუშკუდიანის დანიშნვაზე”. (ნინო მიქიაშვილი იმ სააგენტოებს უთუთებს, სადაც მუშკუდიანის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებული ინფორმაციაა გავრცელებული. ესენია: “მარშალპრესი” და “ინტერპრესნიუსი”).

კომენტარები
Загрузка...