საზოგადოება

საქსტატმა საარსებო მინიმუმის ახალი ზღვარი დაადგინა

საარსებო მინიმუმი, მაისის მონაცემებით, 173.2 ლარამდე გაიზარდა. საქსტატის ცნობით, აპრილთან შედარებით ცვლილებამ 2.4 ლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6.9 ლარით, ანუ 4 პროცენტით გაიზარდა. ცვლილების მიზეზი ინფლაციაა, რომლის წლიური დონე მაისის მონაცემებით 6.6%-ს შეადგენს.

საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, არასასურსათო ხარჯების კი 30%-ით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close