საზოგადოება

საქართველო გახდება დამახინჯებული ვენეცია – რას გამოიწვევს სტიქიური მოვლენები?

     სტიქია აშკარად გვიტევს. წყალდიდობები, სეტყვა, ღვარცოფი თანმდევ მოვლენებად იქცა. ეს ყველაფერი კი,  მოსახლეობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება – მათ ისედაც მძიმე ყოფას, კიდევ უფრო უმძიმებს. რატომ გახშირდა საქართველოში  კატაკლიზმები? ამ კითხვით მივმართეთ ეკოლოგს,  დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ლაშა ჩხარტიშვილს:

_ ახლა რასაც გეტყვით, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კატაკლიზმები, რომელიც, ბოლო პერიოდში დედამიწაზე, მათ შორის საქართველოში ხდება, უპირველესად გამოწვეულია ბენზინის, დიზელის საწვავის და სხვა საწვავის გამონაბოლქვით.  ამან შექმნა სათბურის ეფექტი, ანუ გამოიწვია გლობალურ დათბობა.

გლობალური დათბობა  მხოლოდ ტემპერატირის მომატებას არ ნიშნავს. ის იწვევს  სერიოზულ კლიმატურ ცვლილებებს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი თანმდევი არის  ნალექეების  ზრდა. რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, ის ყველგან თანაბრად არ იცვლება. საქართველო კი ეს ცვლილება გამოკვეთილია და მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახება.

_ საქართველოში რატომ არის ეს პროცესები გამოკვეთილი?

_ ბევრ ქვეყანაში, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, ახერხებენ იმას, რომ მომზადებულნი შეხვდნენ ამ ცლილებებს და ნაკლები ზიანი მიიღონ მისგან. საქართველოში ამისათვის არავინ  ემზადება. ხელისუფლება არ ფიქრობს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ცვლილებებს და შესაბამისად, მომზადებული არ ხვდება, რაც იწვევს ცუდ შედეგებს.

_ კიდევ რა ფაქტორები შეიძლება იყოს კატაკლიზმების მიზეზი? 

_ ლოკალური მოქმედებები იწვევს გლობალური პროცესების გაუარესებას. ასეთია: ჰესების მშენებლობა და ტყის არარაციონალური, მტაცებლური მოხმარება…

საქართველოში ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფდი ამ კუთხით.  პირველი, ეს არის კომერციული ჰესომანია, რომელსაც სათავე დაუდო მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს  დიდი მონდომებით კალაძის ხელით. მეორე პრობლემა არის ტყის მტაცებლური მოხმარება. ტყის ფუნქცია საქართველოში გაცილებით დიდია. ის არის  წყლის დამცავი, ნიადაგის დამცავი, გამაჯანსაღებელი… ტყე  ხელს უშლის მეწყერის წარმოშობას, ღვარცოფებს და სხვა სახის კატაკლიზმებს. ნებისმიერი მოცულობის ჰესი ცვლის კლიმატს. სკოლის მოსწავლემაც იცის, რომ დაგუბებული წყალი როდესაც ორთლდება, ხდება ტენიანობის გაზრდა. ტენიანობის მატება კი  იწვევს ღვარცოფებს, ზვავებს, მეწყერებს და სხვა სტიქიურ მოვლენებს. როდესაც საუბარია დიდ და ბევრ ჰესზე, მდგომარეობა უფრო რთულდება. ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ დიდი ჰესების მშენებლობა აიკრძალებოდა, მაგრამ  გაორმაგებული ძალებით აშენებენ. 28 დიდი და 150 მცირე ჰესის მშენებლობა აქვთ გადაწყვეტილი. ეს არის სამშობლოს გაყიდვის ყველაზე მძიმე ფორმა. თუ ეს ყველაფერი სახელმწიფოს გაუვიდა, საქართველო გახდება დამახინჯებული ვენეცია.

 _ რადგან ხელისუფლება არ გვინდობს, კიდევ რა სახის კატაკლიზმები შეიძლება მოხდეს  საქართველოში? 

_ რაც მეტი ჰესები აშენდება, მით მეტი ადამიანი იქნება სიკვდილის საფრთხის ქვეშ. ჩვენ ვცხოვრობთ სეისმურად აქტიურ ზონაში და გლობალური დათბობაც სახეზეა. ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, როგორ შეუმსუბუქოს ხალხს ამ ფაქტორებით გამოწვეული ცუდი შედეგები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილსა და მის ,,მეგობრებს” უნდათ ბევრი ფული და ამის გამო, აღნიშნულ საკითხებზე არც ფიქრობენ. აქედან გამომდინარე, ცხადია, კიდევ უფრო ცუდ შედეგებს უნდა მოველოდეთ.

ნინო შავერდაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close