საზოგადოება
საქართველოში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა- ბოლო 24 საათში, მიწა 5-ჯერ შეირყა

საქართველოში კიდევ ერთი, შედარებით ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან, ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე სოფელ სამებასთან მიწისძვრები 23:42 საათზე, ასევე 03:19 საათზე დაფიქსირდა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში ბიძგები 5-ჯერ იყო.