საინტერესო

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +40 ℃-ს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +40°-ის ფარგლებში აღინიშნოს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს – +42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში – გარდაბანში 1991 წელს – +38,5 ℃ , ხოლო თბილისში – 1991 წელს – +36.5 ℃ დაფიქსირდა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close