საინტერესო

„საქართველოში მოვდივართ“

მერაბ დვალიშვილი და ნინა დრამა თავგადასავლებისთვის ემზადებიან

UFC-ის გამარჯვებული მერაბ დვალიშვილი საქართველოში ცნობილ მოდელ ნინა დრამასთან ერთად მოფრინავს. ამის შესახებ მოდელმა სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართა.

.

„მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში მოვფრინავ, ჩვენს თავგადასავლებს კი პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ“, – ამბობს ვიდეოში ნინა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, ნიუ ჯერსიში, UFC 316-ზე, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალის დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე რაუნდი ქართველის სრული დომინაციით წარიმართა, დვალიშვილმა ო’მალის შანსი არ დაუტოვა.

ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც მერაბის გამარჯვებით დასრულდა. დვალიშვილი ბოლოს 2018 წელს დამარცხდა. შონ ო’მალიმ ბრძოლის შემდეგ მერაბს „უძლიერესი“ უწოდა.

„ის უძლიერესია, შეუდარებელი მებრძოლია“, – თქვა მებრძოლმა მეტოქის შეფასებისას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close