კატეგორიის გარეშე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეტეხი კერამიკა“ მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

26 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმო, „მეტეხი კერამიკა“ ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 1.5 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს.  მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 500 000-ლარამდე დაზოგავს, რაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.

პროქტის ჯამური ბიუჯეტი 2.6 მილიონი ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 2.1 მილიონ ლარს შეადგენს.

 

„კომპანია „მეტეხი კერამიკასთან“  ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ვგეგმავთ, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, ერთდროულად იზრუნოს გარემოსა და კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. უკვე არსებული პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 3 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც ახალი დანადგარების შეძენას და საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა. შედეგად კომპანიამ წარმადობა 41%-ით გაზარდა. გადაიარაღების შედეგად გაფართოვდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტიც. საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია, რომლის ხარისხიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ მას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, 1986 წელს დაფუძნებული კომპანია 2022 წელს 15 მლნ აგურის გამოშვებას აპირებს. წარმოებული პროდუქცია როგორც ინდივიდუალური ბინების, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების, დეკორატიული ღობეების, ბუხრების თუ მარნების მოსაპირკეთებლად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ „მეტეხი კერამიკა“ დღესდღეობით ერთადერთი, ეკოლოგიურად სუფთა აგურის მწარმოებელია ქვეყნის მასშტაბით. მის პროდუქციას მაღალი სიმტკიცე, თბოიზოლაცია და გეომეტრიული ზომების სიზუსტე გამოარჩევს. პროდუქციის ყინვაგამძლეობიდან გამომდინარე, საწარმოში დამზადებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა ინტერიერის თუ ექსტერიერის ფასადებში. არქიტექტურული თვალსაზრისით კი ყველაზე კარგ მოსაპირკეთებელ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. კომპანიის საქმიანობაში ამ ეტაპზე 300 ადამიანია ჩართული.

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close