საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ყველას საყურადღებოდ !!!
ადვოკატი უნდა სარგებლობდეს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით ყველა იმ განცხადებასთან მიმართებით, რომლებიც კეთილსინდისიერად, წერილობით ან ზეპირი ფორმით გააკეთა სასამართლოს, ტრიბუნალისა და სხვა სამართლებრივი თუ ადმინისტრაციულ ორგანოს წინაშე პროფესიული საქმიანობისას.”
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “ადვოკატის როლის შესახებ” ძირითადი პრინციპების – მუხლი 20.
“რაც შეეხება ადვოკატის კეთილსინდისიერების საკითხს, ეს მხოლოდ პროფესიული ეთიკის ნაწილი შეიძლება იყოს, რომლის შეფასებაც პროფესიული თვითმმართველობის – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომპეტენციაა” განაცხადა დავით ასათიანმა