სამართალი და კრიმინალი

საქალაქო სასამართლოში “ბახალა”-ს პროცესი აქციის ფონზე წარიმართება

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, მეტ სახელად “ბახალას” სასამართლო პროცესი იწყება. მსახიობს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა – შენახვას ედავება.

სასამართლო პროცესი გიორგი გიორგანაშვილის ოჯახის წევრებისა და მეგობრების აქციის ფონზე გაიმართება. ბახალას მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იკრიბებიან.

დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებისას და შემდეგ გამოძიების მიმდინარეობისას, არა ერთი დარღვევა დაფიქსირდა, რომელზეც მათივე განცხადებით, რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

მსახიობის ახლობლები ამტკიცებენ, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დაკავებული მსახიობი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი მსხვერპლია.

მსახიობის ახლობლები საზოგადოებას გაერთიანებისკენ და დაკავებულის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

„8-დან 20 წლამდე ციხე ემუქრება ამ ადამიანს, არ აღიარებს დანაშაულს. საქმეში ძალიან ბევრი დაუზუსტებელი გარემოებაა, რომელიც გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ადამიანი ისევე როგორც უამრავი სხვა, არის მსხვერპლი და ეწირება ამ დრაკნოულ და გამანადგურებელ, ადამიანისთვის ღირსების შემლახავ კანონმდებლობას,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ხოჭოლავამ.

სამართალდამცავებმა გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close