საინტერესო

საფულე, რომელიც არასდროს იკარგება

წარმოგიდგენთ 21-ე საუკუნის ულტრათანამედროვე საფულეს, რომელიც რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს ერთდროულად. როგორც ამბობენ, მისი მეშვეობით თქვენი საკრედიტო ბარათების მონაცემები დაცულია მოპარვისგან. იდეის ავტორების თქმით, საფულე შეიქმნა იმისთვის რომ დაიცვას ჩვენი საკრედიტო ბარათები, პირადი საბუთები და ამავდროულად, თავიდან აგვარიდოს მისი დაკარგვა. Baggizmo Wiseward იყენებს ინტეგრირებულ ტექნოლოგიას , რათა დაგიცვათ ჰაკერებისგან, ქურდებისგან ან უბრალოდ საფულის დაკარგვისგან. საფულე სმარტფონს უკავშირდება სპცეიალური აპლიკაციის მეშვეობით და გატყობინებთ თუ ის სადმე გრჩებათ, გივარდებათ ან უცხო პირი კიდებს ხელს. გარდა ამისა ის ხმოვანი სიგნალით გატყობინებთ თუ ის მოიპარეს ან დაიკარგა, ხოლო აპლიკაციის მეშვეობით თქვენ იგებთ მის ზუსტ ადგილმდებარეობას. მობილურის აპლიკაციის საძიებო სისტემით თქვენ შეგიძლიათ გააჟეროთ თქვენი საფულე, რათა მას მარტივად მიაგნოთ, ან პირიკით მობილურის დაკარგვის შემთხვევაში, საფულეზე თითის ორჯერ დაჭერით მობილურს ზარი გამოაცემნიოთ და მარტივად იპოვოთ. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, საფულეს დიოდური ნათურების მეშვეობით შეუძლია განათება, რაც სიბნელეში ფულის დანახვაში და ასევე მისი სიყალბის დადგენაში დაგეხმარებათ.

PalitraNews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close