ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას France Info ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ედუარ ფილიპმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ უკვე აცნობა.

პორტალის ცნობით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დაეთანხმა და ედუარ ფილიპი მთავრობის ახალ მეთაურად დანიშნა.

გარდა ამისა, საფრანგეთის ლიდერმა პრემიერმინისტრს დაავალა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 21 ივნისს დაასახელოს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის გადადგომა საფრანგეთის პოლიტიკური ტრადიციაა.

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ბოლო არჩევნების შედეგად 223 ქალი აირჩიეს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ამდენად, 557 ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატების 38,65% ქალია. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის წინა მოწვევის პარლამენტში 155 ქალი იყო.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია „წინ რესპუბლიკა“ გაიმარჯვა. კენჭისყრის შედეგებით, ემანუელ მაკრონის პარტიამ საფრანგეთის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

პარტია “წინ, რესპუბლიკა!” თავის მოკავშირე ცენტრისტულო პარტიასთან “დემოკრატიული მოძრაობა”, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 577 ადგილიდან 300-ზე მეტ ადგილს დაიკავებს.

ნაციონალური შეკრებების ისტორიაში პირველად, მასში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიაც მოხვდა, რომელიც პარლამენტში 4-დან 8-მდე ადგილს მიიღებს.

კომენტარები
Загрузка...