რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,სასამართლო ვერ ახერხებს დაადგინოს, სად შეიძინა მამაომ ციანიდი და ვისთან ერთად მოქმედებდა”

პატიმარ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს euronews.ge ექსკლუზიურად ესაუბრა. მისი განცხადებით დაპატიმრებული სასულიერო პირი თავს კარგად გრძნობს. ის მზად არის იბრძოლოს და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

მიხეილ რამიშვილი:

_ სასამართლო პროცესისთვის ვემზადებით. 19 მაისს, პარასკევს არის მორიგი სხდომა ჩანიშნული. სახელმწიფო ბრალდება ითხოვს, რომ სხდომები იყოს დახურული. არ გამოვრიცხავ, რომ არსებითი სხდომის დახურვაც მოითხოვონ. ამის გამო ჩვენ აუცილებლად გვექნება პროტესტი, რადგან ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო საზოგადოებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ყველა ინფორმაცია. იმედია, სასამართლო იქნება ობიექტური და სამართლიანი.

_ მამა გიორგი თავს როგორ გრძნობს?

_ მამა გიორგი თავის სიმართლეში დარწმუნებულია. ის არის უდანაშაულო და შესაბამისად, ბრძოლისთვის მზადაა.

სამწუხაროდ, საპატრიარქო კვლავ ძალიან პასიურია. ის ელოდება გამოძიებას. თუმცა გამოძიება სხვა კუთხით მიმდინარეობს. 3 დღეა ვერ დაადგინეს სასამართლოზე, სად შეისყიდა ციანიდი, როდის შეისყიდა და ვისთან ერთად მოქმედებდა.

სინამდვილე ის არის, რომ არანაირი ჯგუფი არ არსებობს. არ არსებობს  წყარო, რომელიც იტყვის, სად შეიძინა ციანიდი. ასეთი რამ არც მომხდარა, თუმცა სახელმწიფო ბრალდებას უნდა, რომ მოგვაჩვენოს, თითქოს მამაომ ციანიდი შეიძინა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close