“თავისუფლება მამა გიორგის”,- აღნიშნული წარწერითა და დეკანოზის ფოტოთი გაფორმებული მაისურებით ისინი მდეკანოზის გათავისუფლებას ითხოვენ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დახურულ პროცესზე აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები იკითხებიან.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო სხდომების დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პირველი

კომენტარები