სამართალი და კრიმინალი

სასამართლომ გიორგი ცააძის და ირაკლი ფირცხალავას 12 წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას 12-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა.

წელიწადნახევრიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ  ე.წ. კორტების საქმეზე მსაჯვრდებულების ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის განაჩენი დღეს გამოცხადა.

ორივეს 2006 წელს, თბილისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ზუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ სწორედ განაჩენის გამამტყუნებელი ნაწილი გაასაჩივრა. თავის მხრივ, პროკურატურას გასაჩივრებული ქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის  ნაწილი, სადაც კიდევ ერთ ეპიზოდში – ფალსიფიკაციის ბრალდებაში, ფირცხალავა და ცააძე გამართლდნენ.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.

კრიმინალური პოლიციის და სპეცრაზმის მაღალჩინოსნები განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმებიან და მათ წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close